Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი დღეს სოჭში ხვდება რუს კოლეგას


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს სოჭში ხვდება რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს. მათი ბოლო შეხვედრა გაიმართა 8 იანვარს, უკრაინაში კრიზისზე მოსალაპარაკებლად. იანუკოვიჩი ხუთშაბათს გაემგზავრა კიევიდან, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციის რეფორმას - ანუ უკრაინაში დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესრულებას. მაგრამ, იანუკოვიჩის სიტყვებით, კონსტიტუციაში შესწორებები უნდა შევიდეს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასობაში, ნულანდმა ბოდიში მოუხადა ევროკავშირის ლიდერებს უკრაინაში აშშ-ის ელჩთან სატელეფონო საუბრისათვის, რომლის დროსაც უხეში გამონათქვამი გამოიყენა ევროკავშირის მისამართით. სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა რუსული სუბტიტრებით, ნულანდი და უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩი ჯეფრი პაიტი უკრაინაზე მსჯელობენ და ერთ ადგილას ნულანდი მიუღებელ საიტყვებს იყენებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართ ევროკავშირის ქმედებით თავისი გაღიზიანების გამოსახატად. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, ფარული ჩანაწერის გავრცელებაში, სავარაუდოდ, რუსეთის ხელი ურევია.
XS
SM
MD
LG