Accessibility links

logo-print

პაკისტანის ყოფილი ლიდერი, ფერვეზ მუშარაფი არ გამოცხადდა სასამართლოში


პაკისტანის ყოფილი სამხედრო მმართველი, ფერვეზ მუშარაფი დღეს არ გამოცხადდა სასამართლოში, რომელიც განიხილავს მისთვის წაყენებულ, სახელმწიფო ღალატის ბრალდებას. 70 წლის მუშარაფის ადვოკატებმა ითხოვეს მოსმენის 18 თებერვლამდე გადატანა. უფრო ადრვე გავრცელდა ცნობა, რომ სასამართლო დღეს წაუყენებდა მუშარაფს ოფიციალურ ბრალდებას 2007 წლის ნოემბერში კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო. ამ მუხლით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მუშარაფს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მუშარაფი 2 იანვრიდან იმყოფება საავადმყოფოში, სადაც მოათავსეს გულის არეში ტკივილის გამო. მოსამართლეებმა მას არ მისცეს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება. ფერვეზ მუშარაფი 1999-2008 წლებში იდგა პაკისტანის ხელისუფლების სათავეში.
XS
SM
MD
LG