Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მთავრობა აპირებს მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდშიც


სირიელი ოფიციალური პირი ადასტურებს, რომ მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციასთან სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდშიც. სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფაიზალ მეკდადმა განაცხადა, რომ მთავრობის დელეგაცია ჩავა ჟენევაში, სადაც ორშაბათს უნდა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება. ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე ასევე დადასტურებული აქვთ შეხვედრაში მონაწილეობის გეგმა. გაეროს მხარდაჭერით დაწყებული მოლაპარაკების პირველი რაუნდი 31 იანვარს დასრულდა ისე, რომ მხარეებმა ვერ მიაღწიეს გარღვევას სირიაში თითქმის სამწლიანი ომისათვის ბოლოს მოსაღებად. ვარაუდობენ, რომ ომმა 130 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG