Accessibility links

logo-print

სოჭში საქართველოდან არცერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ იქნება


სოჭში ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშე მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება. ოლიმპიადა 2014 წლის 7 თებერვალს 20:14 სთ-ზე. აიღებს სტარტს. ოლიმპიადაში მონაწილეობენ 101 ქვეყნის წარმომადგენლები. მათ შორის არის 4 ქართველი სპორტსმენი - მოთხილამურეები: ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე; ხოლო მოციგურავე ელენე გედევანიშვილი მათ 14 თებერვალს შეუერთდება. სოჭში ასევე იმყოფებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. გაკეთდა საგანგებო განმარტება დეპუტატ ლერი ხაბელოვთან დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს მდივანის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, ლერი ხაბელოვი სოჭში ჩავიდა როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და არა როგორც პარლამენტის წევრი. მისივე განმარტებით, ოლიმპიადას საქართველოდან არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი არ დაესწრება.
XS
SM
MD
LG