Accessibility links

logo-print

თურქეთის მედია: უკრაინელმა მამაკაცმა თვითმფრინავის გატაცება სცადა


თურქეთის მედიის ცნობით, უკრაინელმა მამაკაცმა სცადა უკრაინიდან თურქეთში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცება და პილოტების იძულება, რომ გეზი აეღოთ სოჭისაკენ, სადაც ზამთრის ოლიმპიური თამაშები იმართება. ტელეკომპანია CNN Turk--ის ცნობით, მამაკაცი აცხადებდა, რომ ბომბი იდო ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინსის“ თვითმფრინავში. პილოტმა მოახერხა განგაშის გამოცხადება, რის შემდეგაც თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა აიძულა „პეგასუსის“ თვითმფრინავს სტამბულში, აეროპორტზე დაშვება. ცნობების თანახმად, თვითმფრინავში, რომლის გატაცებაც სცადეს, 110-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG