Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა აღკვეთა თვითმფრინავის სავარაუდო გატაცება


ოფიციალური პირების განცხადებით, თურქეთმა თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი, F-16 გამოიყენა თურქეთის კომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის იძულებით დასამიწებლად მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ცნობებით, ბორტზე მყოფმა პირმა სცადა თვითმფრინავის გატაცება სოჭის მიმართულებით - სადაც დღეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, ჰაბიბ სოლუკის განცხადებით, მამაკაცს ხელში დეტონატორი ეჭირა და პილოტის კაბინაში შეჭრა სცადა. იგი ამტკიცებდა, რომ ბორტზე ბომბია. F-16-მა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 110 ადამიანი იმყოფებოდა, იძულებით დაამიწა სტამბოლში. თურქეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, გამტაცებელი უკრაინელი იყო. იუწყებიან, რომ იგი თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შეიპყრეს.
XS
SM
MD
LG