Accessibility links

logo-print

პილოტმა მოატყუა თვითმფრინავის გატაცების მსურველი, რომ სტამბულში კი არა, სოჭში მიფრინავდნენ


თურქი ოფიციალური პირების განცხადებით, თურქმა პილოტმა მოატყუა თვითმფრინავის გატაცების მსურველი უკრაინელი მამაკაცი, რომ თვითმფრინავს, მისი მოთხოვნით, მართლაც შეაცვლევინეს ფრენის მიმართულება და სოჭს მიაშურეს. პარასკევს, სოჭში ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს მომხდარ ინციდენტზე პირველი ცნობებით, თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა აიძულა თურქეთისვე ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინზის“ თვითმფრინავს სტამბოლის აეროპორტში დაშვება. მაგრამ როგორც მოგვიანებით სტამბოლის მერმა განმარტა, პილოტმა მოახერხა, დაეჯერებინა გამტაცებელი, რომ სოჭში ჩაფრინდნენ მაშინ, როცა სინამდვილეში სტამბულის აერპორტში ეშვებოდნენ. 45 წლის უკრაინელი არტემ ჰოზლოვი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ირწმუნებოდა, რომ თვითმფრინავში ბომბი შეიტანა. ის სტამბოლის აეროპორტში დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც დაყაბულდა თვითმფრნავში მყოფი 109 მგზავრის გაშვებას. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ თვითმფრინავში ბომბი არ იყო.
XS
SM
MD
LG