Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2013 წელს ავღანეთში 14%-ით იმატა მსხვერპლმა მშვიდობიან მოსახლეობაში


გაეროს მონაცემებით, შარშან ავღანეთში 14%-ით იმატა მსხვერპლმა სამოქალაქო პირებს შორის. ინფორმაციით, რომელიც მოყვანილია ავღანეთში გაეროს მისიის ყოველწლიურ ანგარიშში, 2013 წელს ავღანეთში დაიღუპა 2959 და დაიჭრა 5656 სამოქალაქო პირი, რაც 14%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს. გაერო იუწყება ბაშვებს შორის მსხვერპლის მატებაზეც - დაღუპულების და დაჭრილების რიცხვი 34%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს. ანგარიში მეამბოხეებს აკისრებს პასუხისმგებლობას სამოქალაქო მსხვერპლის 74%-ზე.
XS
SM
MD
LG