Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში პროტესტი გამოთქვეს ანტისამთავრობო დემონსტრაციების ოპონენტებმა


კიევის ცენტრში დემონსტრანტების მიერ აღმართულ ბარიკადებთან მივიდა ათასობით ადამიანი, რომელშიც პროტესტს იწვევს ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები. ორ მხარეს შორის დაპირისპირება ორი საათი გაგრძელდა და ძალადობაში არ გადაზრდილა. 2000-მდე ადამიანი შეიკრიბა დემონსტრანტების მიერ კიევის მერიასთან აღმართულ ბარიკადებთან, რის შედეგადაც შეწყდა მოძრაობა კიევის ცენტრალურ მაგისტრალზე. უკრაინაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მოულოდნელ უარს შარშან ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რის შემდეგაც მან გადადგა ნაბიჯები რუსეთთან დასაახლოვებლად.
XS
SM
MD
LG