Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცენტრში მრავალათასიანი დემონსტრაცია იმართება


კიევის ცენტრში მორიგი მრავალათასიანი დემონსტრაცია იმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი კიევში დაბრუნდა სოჭში რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. პარასკევს იანუკოვიჩის და პუტინის შეხვედრა გაიმართა უკრაინელი ოპოზიციონერების მოთხოვნის ფონზე, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო რეფორმა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ორი პრეზიდენტის შეხვედრის დეტალებს არ ამხელენ - გარდა იმისა, რომ საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა და არ ყოფილა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა. მოსალოდნელი იყო, რომ იანუკოვიჩი და პუტინი განიხილავდნენ მოსკოვის მიერ დაპირებული 15 მილიარდი დოლარის დახმარებას, რომლის მიწოდებაც შეჩერებულია უკრაინაში ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
XS
SM
MD
LG