Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ჰომსში ოთხი მედიკოსი დაიჭრა


სირიის ქალაქ ჰომსში ოთხი მედიკოსი დაიჭრა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პროდუქტებით და მედიკამენტებით დატვირთულ ავტომანქანებზე თავდასხმის შედეგად. სირიის ტელევიზიის ინფორმაციით, ჰომსის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას შაბათს შეეცადნენ ორგანიზაცია წითელი ნახევარმთვარის თანამშრომლები. დამასკი მეამბოხეებს ადანაშაულებს ავტოკოლონაზე თავდასხმაში, ხოლო ოპოზიცია ირწმუნება, რომ ნაღმსატყორცნიდან სროლას აწარმოებდნენ მთავრობის ძალბის პოზიციებიდან. ამ ძალებს უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ალყაში ჰყავთ მოქცეული ჰომსის რამდენიმე რაიონი.
XS
SM
MD
LG