Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი დათანხმდა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შვიდი „პრაქტიკული“ ზომის მიღებას


ირანი დათანხმდა შვიდი პრაქტიკული, მოსამზადებელი ზომის მიღებას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ბირთვული პროგრამის საკითხში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამ დაპირებას შეიცავს ირანისა და ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ერთობლივი განცხადება, რომელიც კვირას გავრცელდა. ზომები ითვალისწინებს ატომური სააგენტოს ექსპერტებისათვის უფლების მიცემას, შევიდნენ საღანდის მაღაროში, არდაკანის საწარმოში და ლაშკარ აბადის ლაზერის ცენტრში. ერთობლივი განცხადება მიიღეს თეირანში ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ. ატომური ენერგეტიკის სააგენტო ცდილობს ირანის დაყოლიებას მცდელობაზე, ბოლო მოუღოს დასავლეთში გავრცელებულ ეჭვებს, რომ თეირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG