Accessibility links

შვეიცარიელებმა მხარი დაუჭირეს იმიგრაციაზე კვოტების დაწესებას


შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის წინსწარი შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას მიგრანტთა რაოდენობაზე კვოტების სისტემასთან დაბრუნების შესახებ. შვეიცარიის კანტონების უმრავლესობა მასობრივი იმიგრაციის წინააღმდეგია. შეზღუდვები შეეხება აგრეთვე ევროკავშირიდან სამუშაო ძალის შემოდინებას, რადგან სხვა ქვეყნებიდან უცხოელ სპეციალისტებზე კვოტა შვეიცარიაში დღესაც მოქმედებს. ევროკომისია გამოხატავს სინანულს შვეიცარიაში იმიგრაციაზე კვოტების რეფერენდუმით გამყარების გამო. რეფერენდუმის შედეგები არის ანტიიმიგრაციული განწყობების გამოხატულება, რაც აგრეთვე აისახება ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარულობის ზრდაში. ულტრამემარჯვენეები აცხადებდნენ, რომ შვეიცარიას არ შეუძლია ყოველწლიურად 80 ათასი უცხოელის მიღება.
XS
SM
MD
LG