Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიცია კვლავაც მოითხოვს 2004 წლის კონსტიტუციას


უკრაინის პარლამენტმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უნდა იმუშაოს. ოპოზიციის ლიდერები და მათი მომხრეები მოითხოვენ 2004 წლის კონსტიტუციის დაბრუნებას, რომლის პირობებშიც პარლამენტს ჰქონდა მეტი ძალაუფლება, ვიდრე პრეზიდენტს. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, მსგავსი ცვლილებების წინააღმდეგია. ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ კვირას კიევში შეკრებილ ათეულ ათასობით მომხრეს განუცხადა, რომ საჭიროა ისეთი კონსტიტუციის მიღება, რომლითაც პრეზიდენტს არ ექნება „დიქტატორული ძალაუფლება“.
XS
SM
MD
LG