Accessibility links

logo-print

კიევში დღეს მორიგი მასობრივი აქცია გაიმართება


კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე დღეს ახალი მასობრივი აქცია იგეგმება. ეს იქნება უკვე მეათე სახალხო კრება - „ვეჩე“ ნოემბრის შემდეგ, რაც ქვეყანაში ევროინტეგრაციის მომხრეთა გამოსვლები დაიწყო. დღეს შეკრება დაიწყება ლოცვით - ყველა კონფესიის წარმომადგენლების მონაწილეობით. დაგეგმილია ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გამოსვლები. ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გაისმის ოპოზიციის მოთხოვნა ქვეყანაში საპარლამენტო-საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნების შესახებ. გასულ კვირაში პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. იანუკოვიჩის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა არაოფიციალური და მოკლეხნიანი იყო. დეტალები არ ხმაურდება.
XS
SM
MD
LG