Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იწყება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


დღეს ჟენევაში იწყება სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ბაშარ ალ-ასადის მთავრობასა და სირიის ოპოზიციას შორის. საერთაშორისო შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი ორივე მხარესთან ცალ-ცალკე შეხვედრას აპირებს. ჯერჯერობით უცნობია, დღესვე გაიმართება, თუ არა მხარეებს შორის პირისპირ შეხვედრა. არ არის დაზუსტებული რამდენ ხანს გასტანს მოლაპარაკებების ეს რაუნდი. გასულ თვეში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ხელშესახები პროგრესის გარეშე დასრულდა. მხარეებს შორის შეუთანხმებლობის მთავარ მიზეზად რჩება ის, რომ ოპოზიცია გამორიცხავს ბაშარ ალ-ასადის რაიმე როლს სირიის გარდამავალ მთავრობაში, რაც ხელისუფლებისთვის მიუღბელია. კვირას 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გაიყვანეს ქალაქ ჰომსის მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან. ეს ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამე ევაკუაცია იყო ჰომსიდან, სადაც გაეროს შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვირას ამოიწურა.
XS
SM
MD
LG