Accessibility links

logo-print

ბრიუსელი შვეიცარიის რეფერენდუმის შედეგებს სამწუხაროს უწოდებს


ევროკავშირმა წუხილი გამოხატა შვეიცარიაში გამართული რეფერენდუმის გამო, რომლის თანახმად შეზღუდვები ტარდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იმიგრაციაზე. რეფერენდუმზე იმიგრაციაზე კვოტების დაწესებას მხარი უბრალო უმრავლესობამ, 50.3 %-მა დაუჭირა. ევროკომისიამ, ევროკავშირის მთავარმა აღმასრულებელმა ორგანომ, კვირას გამართული რეფერენდუმის შედეგებს ადამიანების გადაადგილების თავისუფლების პრინციპის საწინააღმდეგო უწოდა. რეფერენდუმის შედეგები ავალდებულებს შვეიცარიის მთავრობას, რათა ეს ინიციატივა სამი წლის განმავლობაში კანონმდებლობაში ასახოს. ეს ნიშნავს, უცხოელებისათვის ცხოვრების უფლების გამკაცრებას და შეზღუდვების დაწესებას, საზღვრის გადაკვეთისა და თავშესაფრის მაძიებელთათვის.
XS
SM
MD
LG