Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ბედზე მსჯელობენ


ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც უკრაინაში შექმნილი დღევანდელ ვითარებასა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან შემდგომ თანამშრომლობაზე იმსჯელებენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის 13 ქვეყნის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკის გააქტიურებასა და დახმარების გაზრდას იმ ქვეყნებისათვის, მათ შორის პირველ ყოვლისა, მოლდავეთისა და საქართველოსათვის, რომლებზეც რუსეთმა, შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა გააძლიეროს. ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს „აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნების“ წინააღმდეგ „რუსეთის სადამსჯელო ნაბიჯებს“ და მათ „კარგად კოორდინირებულ მოქმედებას“ დაუპირისპირებს, -ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც მხარს გერმანია და დიდი ბრიტანეთი უჭერენ.
XS
SM
MD
LG