Accessibility links

logo-print

გალი უკვე საქართველოს ტერიტორიადაა მოხსენიებული ოლიმპიადის ვებსაიტზე


გალი უკვე საქართველოს ტერიტორიადაა მოხსენიებული სოჭის ოლიმპიადის ოფიციალურ ინგლისურენოვან ვებსაიტზე. რუსეთის სახელით ფრისტაილში მოასპარეზე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილად ამჟამად მითითებულია „საქართველო, გალი, აფხაზეთის რესპუბლიკის გალის რაიონი.“ 9 თებერვლის შუადღემდე ამავე საიტზე პერტახიას დაბადების ადგილად დასახელებული იყო „რუსეთი, გალი,“ რის გამოც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადის რუსულენოვან ვებსაიტს, მასზე მარიკა პერტახიას დაბადების ადგილად მხოლოდ საქართველოა მითითებული.
XS
SM
MD
LG