Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: კონგრესმენების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სიგნალია


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მდივნისადმი მიმართვის ხელმომწერ კონგრესმენთა ნაწილს თბილისის დელეგაცია თებერვლის დასაწყისში შეხვდა მიუნხენში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. მაია ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრისას განხილული იყო ყველა საკითხი, რომლებიც საქართველოს აწუხებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირველად სწორედ მიუნხენში შეხვდა. „ამ შეხვედრიდან ძალიან მალე ასეთი წერილის გამოქვეყნება მიგვაჩნია საქართველოს და მისი ახალი ხელისუფლების ძალიან სერიოზულ მხარდაჭერად“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ. მისივე შეფასებით, ნატოში შემდგომი ინტეგრაციისადმი ცნობილი ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი სიგნალია. ფანჯიკიძის განცხადებითვე, საქართველოსადმი დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა თბილისში ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრთა მნიშვნელოვანი ვიზიტიც, რომელიც ხვალ იწყება.
XS
SM
MD
LG