Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის ციხესთან აფეთქება მოხდა


ცოტა ხნის წინ ქაბულში მძლავრი აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები მსხვერპლის თაობაზე, თუმცა ასოშიეიტედ პრესის თანახმად, ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ფული ღარხის ციხის მახლობლად მომხდარ აფეთქებაში სამოქალაქო პირების კუთვნილი ორი მანქანა დაზიანდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების სამიზნეს ნატოს სამხედრო ბადრაგი წარმოადგენდა. კვირას აავღანეთში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოხდა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში. თალიბანმა ბოლო ხანს გაახშირა თავდასხმები ავღანელ სამხედოებსა და ნატოს კოალიციაში შემავალ ქვედანაყოფებზე, რომლებიც ავღანეთს წლის ბოლსო დატოვებენ.
XS
SM
MD
LG