Accessibility links

ქაბულში მომხდარ აფეთქებაში ორი კონტრაქტორი დაიღუპა


ქაბულში მომხდარ აფეთქებაში კოალიციის ძალებთან მომუშავე ორი კონტრაქტორი დაიღუპა. თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ჰიზბი ილამის ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ იკისრა, ქაბულის აღმოსავლეთით მდებარე ფული ღარხის ციხის მახლობლად მოხდა და მის სამიზნეს ნატოს სამხედრო ბადრაგი წარმოადგენდა. თალიბანმა და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა ბოლო ხანს გაახშირეს თავდასხმები ავღანელ სამხედოებსა და ნატოს კოალიციაში შემავალ ქვედანაყოფებზე, რომლებიც ავღანეთს წლის ბოლსო დატოვებენ. კვირას ავღანეთში შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ფარაჰის პროვინციაში მოხდა.
XS
SM
MD
LG