Accessibility links

logo-print

ვლადიმერ პუტინი მზად არის მარგველაშვილთან შეხვედრისათვის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საქართველოს პრეზიდენტის სურვილის შემთხვევაში, მზად არის, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს, - ამის შესახებ პუტინმა სოჭის მედია-ცენტრში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პუტინმა დადებითად შეაფასა ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა ზამთრის ოლიმპიადაზე, რაც რუსეთის ლიდერის თქმით ის შემთხვევაა, როდესაც ოლიმპიურ თამაშებს აქვს შესაძლებლობა ურთიერთობების დალაგებისა, მაშინაც კი, როდესაც „ეს წარმოუდგენელია და ძალიან რთულია“. ვლადიმერ პუტინმა ასევ აღნიშნა, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება რეგულარული საავიაციო მიმოსვლა თბილისიდან სოჭის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG