Accessibility links

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან ურთიერთობაში შორეულ მიზნებს ხედავენ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მათ შეხვედრაზე, ბრიუსელში კვლავ განაცხადეს, რომ ევროკავშირს განზრახული აქვს უკრაინასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, მაგრამ შეთანხმება „არ არის საბოლოო მიზანი ევროკავშირ-უკრაინის ურთიერთობაში“. ბრიუსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მინისტრები გამოდიან ახალი და შემცველი მთავრობისკენ, ასევე საკონსტიტუციო რეფორმებისკენ მოწოდებით უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ხელშეწყობისთვის. მინისტრებმა ასევე გამოთქვეს
მზადყოფნა, რომ კიევს დაეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში „მთავრობის მიერ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარების საფუძველზე. მინისტრებს არ დაუწესებიათ სანქციები იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დემონსტრაციების ჩახშობასთან იყვნენ დაკავშირებული, თუმცა განაცხადეს, რომ ევროკავშირი ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში კრიზისს და კვლავ მზად არის სწრაფად უპასუხოს იქ ვითარების გაუარესებას.
XS
SM
MD
LG