Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში დემონსტრანტები რეგიონული და ადგილობრივი მმართველების გადადგომას მოითხოვენ


უმუშევრობის, სიღარიბის და კორუპციის მიმართ საპროტესტო ახალი გამოსვლები მოეწყო ბოსნიაში ორშაბათს. ახლანდელი საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც გასულ კვირაში ძალადობაში გადაიზარდა, სოციალურ ნიადაგზე მოწყობილი ყველაზე მძიმე არეულობაა 1992-1995 წლების ომის შემდეგ. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები სარაევოში და სხვა ქალაქებში მოითხოვდნენ რეგიონული და ადგილობრივი მმართველების გადადგომას. ისინი მათ ეკონომიკურ სირთულეებსა და კორუპციაში ადანაშაულებენ. ორშაბათის გამოსვლა მშვიდობიანი იყო. გასულ კვირაში არეულობისას 300 ადიმიანი დაშავდა.
XS
SM
MD
LG