Accessibility links

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ინკასატორს ქურდებმა 30 მილიონი რუბლი წაართვეს


ორმა კაცმა ორშაბათს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თავდასხმა მოაწყვეს უშიშროების სამსახურის ინკასატორზე, რომელმაც ის-ის იყო ფული შეაგროვა აეროპორტის მაღაზიებში და ბანკში შესატანად მიჰქონდა აეროპორტის „C“ ტერმინალში. ქურდებმა ინკასატორს სახეში ჩაარტყეს და ფულიანი ჩანთა (30 მილიონი რუბლი ანუ 862 ათასი დოლარი) გაიტაცეს. მათ „სლავური“ გარეგნობა ჰქონდათ და მუქი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანით მიიმალნენ. პოლიცია მძარცველებს დაეძებს.
XS
SM
MD
LG