Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ალ ჯაზირას“ ჟურნალისტებს გაასამართლებენ “არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის”


ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტების წინააღმდეგ, ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყეტილებით, 20 თებერვლიდან სასამართლო პროცესი დაიწყება. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, მათ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის გაასამართლებენ. სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, 20 ჟურნალისტი წარდგება, რომელთაც ასევე ბრალად ედებათ ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა. ტელეკომპანია უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ 20 ჟურნალისტიდან მხოლოდ ათი ჟურნალისტია ტელეკომპანიის თანამშრომელი. როგორც რამდენიმე ხნით ადრე ეგვიპტეში BBC-ის კორესპონდენტი იუწყებოდა, ეგვიპტის ბევრი მცხოვრები „ალ ჯაზირას“ აღიქვამს მოძრაობა „მუსლიმთა საძმოს“ რუპორად, რომლის წევრიცაა ეგვიპტის ჩამოგდებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი.
XS
SM
MD
LG