Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს თეთრ სახლში გაიმართება აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს თეთრ სახლში შედგება შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდს შორის. საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გარდა ამისა, მთელი რიგი საერთაშორისო საკითხები, მათ შორის მდგომარეობა სირიასა და უკრაინაში, ასევე ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი და გლობალურ დათბობასთან ბრძოლის გზების ძიება. ორშაბათს ფრანსუა ოლანდის ვიზიტის პირველ დღეს, პრეზიდენტებმა მოინახულეს ქალაქი მონტისელო, სადაც ამერიკის მესამე პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის სახლ-მუზეუმი მდებარეობს. თომას ჯეფერსონი 1785-1789 წლებში საფრანგეთში ამერიკის ელჩი იყო.
XS
SM
MD
LG