Accessibility links

logo-print

ერაყში 15 ჯარისკაცი დახოცეს


ერაყის მთავრობის ცნობით, ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის დროს 15 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინცინდენტი წუხელ ქალაქ მოსულთან მოხდა. ერთ-ერთი ექიმის ცნობით ჯარისკაცების ნახევარს თავები აქვთ დაჭრილი, დანარჩენები კი ტყვიით არიან დახოცილნი. ფრანს პრესის ინფორმაციით ჯარისკაცები მილსადენის დაცვას ახორციელებდნენ. თავდასხმის ფონია ქვეყნის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე სასტიკი სისხლისმღვრელი შეტაკებები და ძალადობა აპრილში დანიშნული საყოველთაო არჩევნების წინ. ძალადობის უკან დგანან სუნიტი ექსტრემისტები, რომლებიც სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს ხელისუფლებაში მყოფი შიიტური უმრავლესობის წარმომადგენლებსა და მათ მომხრეებს.
XS
SM
MD
LG