Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა საბავშვო მსახიობი შირლი ტემპლ ბლეკი


კალიფორნიაში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა წარსულში სახელგანთქმული ჰოლივუდის საბავშვო როლების შემსრულებელი შირლი ტემპ ბლეკი. ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ მსახიობი ბუნებრივი სიკვდილით, ოჯახისა და მომვლელების გარემოცვაში გარდაიცვალა. 1930-იან წლებში შირლი ტეპლმა სახელი გაითქვა ფილმებ „მოელვარე თვალებში“ და „ადექი და გაიცინეში“ შესრულებული როლებით. სამსახიობო კარიერის შემდეგ შირლი ტემპი დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი განასა და პოსტკომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში.
XS
SM
MD
LG