Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ფართოდ აღინიშნა რევოლუციის 35-ე წლისთავი


ასობით ათასობით ირანელი შეიკრიბა თეირანში ისლამური რევოლუციის 35-ე წლისთავის აღსანიშნავად, მოვლენისა, რომელსაც შედეგად მოჰყვა პროამერიკული შაჰის რეჟიმის დამხობა და ხელისუფლებაში ისლამისტების მოსვლა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი მონაწილებდა საზეიმო შეკრებებში. სადღესასწაულო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ ისტორიული გამოცდა უწოდა მოლაპარაკებებს ბირთვული პროგრამის გარშემო და პირობა დადო, რომ ირანი იქნება სანდო პარტნიორი, თუკი დასავლეთი პატივისცემისა და თანამშროლობის სულისკვეთებას გამოავლენს.
XS
SM
MD
LG