Accessibility links

logo-print

კახა კალაძე: არ დავარღვევთ არც მოსახლეობის და არც ინვესტორის უფლებებს


ხუდონჰესის მშენებლობის გამო არ დავარღვევთ არც მოსახლეობის და არც ინვესტორის უფლებებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის საკითხის სირთულე და სენსიტიურობა და მაქსიმალურად გაითვალისწინებს როგორც მოსახლეობის, ისე ქვეყნის და ინვესტორის ინტერესებს. კალაძის ინფორმაციით, ხაიშელებს სამინისტრომ ჯერ კიდევ შარშან შესთავაზა შეხვედრა, რომელიც მზადდებოდა კიდეც, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ უარი თქვა. ენერგეტიკის მინისტრის განცხადებითვე, მოსახლეობასთან შესახვედრად ხაიშში ჩასვლას უახლოეს ხანში აპირებს.
XS
SM
MD
LG