Accessibility links

თანამდებობიდან გაათავისუფლეს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიმართვა და მისი პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება 10 თებერვლითაა დათარიღებული. პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვის მიზეზად კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ დაასახელა მარინე მიზანდარის მხრიდან სამინისტროს შესახებ შაურაცხმყოფელი განცხადებები, დაუმორჩილებლობა და გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება. ოდიშარიამ უარყო, რომ მისი გადაწყვეტილება უკავშირდებოდა კონკრეტულად საყდრისის თემაზე მიზანდარის მიერ 27 იანვარს მოწვეულ სხდომას, მუხედავად იმისა, რომ ამ სხდომის შესახებ მინისტრი ინფორმირებული არ ყოფილა. თავად მარინე მიზანდარი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების უმთავრეს მიზეზად საყდრისის საკითხს მიიჩნევს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიზანდარმა განაცხადა, რომ სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ ვერ დაიცვა. მარინე მიზანდარი აპირებს სამსახურიდან მისი დათხოვნის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
XS
SM
MD
LG