Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია


საქართველოს პირველად სტუმრობს ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს. დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. დღესვე გენერალი ბარტელსი გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს და საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ხვალ დილით გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა და მათი ერთობლივი პრესკონფერენცია. ხვალვე თბილისში ჩატარდება ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ფორმატით „28+1“. სხდომაზე განიხილება საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის საკითხები, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი და ნატოსთან მომავალი სამხედრო თანამშრომლობა.
XS
SM
MD
LG