Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს


ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, ნატო-ს მხარდაჭერის მაჩვენებელია იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს , - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის აეროპორტში განაცხადა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტი, რომელსაც კნუდ ბარტელსი ხელმძღვანელობს, პირველად ჩამოვიდა საქართველოში. სამხედრო კომიტეტის დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დახვდნენ. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს ერთ-ერთი საკვანძო უწყების წარმომადგენლების საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ოთხშაბათს დაგეგმილია სამხედრო კომიტეტის სხდომა "28+1 -ის ფორმატში".
XS
SM
MD
LG