Accessibility links

logo-print

კალაძე რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას აუცილებლად მიიჩნევს


საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც უნდა შედგეს. „ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ შედგეს დიალოგი, ჩვენ ვართ კონსტრუქციულები, ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ პოლიტიკურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა "ნაციონალური მოძრაობა". რა მივიღეთ ამისგან 2008-ში ყველამ კარგად დავინახეთ - მივიღეთ შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. დიალოგი უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ", - განაცხადა კახა კალაძემ. გუშინ სოჭში ქართველ ჟურნალისტების შეკითხვაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG