Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშვილობის პრობლემა (I ნაწილი)


ავტორი: ეკატერინე სოხაძე

უშვილობა დიდი პრობლემაა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
საერთაშორისო გამოკვლევების თანახმად, უშვილობის პრობლემა 15-20% წყვილს აქვს, რაც მთლიანად მილიარდ ადამიანს შეადგენს.
მსოფლიოში ყოველ წელს 3,7 მილიონი ბავშვი იბადება ხელოვნური განაყოფიერების გზით.
აღსანიშნავია, რომ უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ქალის, ისე მამაკაცის ორგანიზმში.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყო და ალბათ ისევ უნდა გავიმეორო, რომ არაფერი ახალი არ არის ამ საკითხში ისეთი, რაც არ ვიცით. სამწუხარო ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგადაც ვიცით, მაგრამ რატომღაც გაკვირვებული და გაწამებული ადამიანების როლი უფრო მოგვწონს. რატომ? მე პასუხი არ მაქვს. პასუხი არ მაქვს არც იმაზე, რატომ თანხმდება ადამიანი სრულიად არაბუნებრივ გამოსავალს, რომელიც გულისხმობს წარმატებას მხოლოდ 30% შემთხვევაში, აზიანებს საკუთარ ჯანმართელობას, იწვევს სხვა ემბრიონების განადგურებას, იხდის უდიდეს თანხებს ყოველი პროცედურისას და ა.შ., როდესაც ყურადღება უნდა მივმართოთ სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და ლოგიკური, მაგრამ უფრო შრომატევადი გზებისკენ.

ადამიანი არ არის სტერილური ორგანიზმი. ის, ვინც აცხადებს, რომ ორგანიზმი, სისხლი სტერილურია - ალბათ უყურადღებოდ იჯდა პარაზიტოლოგიის და ბიოლოგიის გაკვეთილებზე, სადაც ხსნიდნენ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევის ორგანიზმში შეღწევის გზებს, რომელიც ძალიან ხშირად სისხლში მათ მოხვედრასაც გულისხმობს, ამრიგად, მგონი საკითხის ეს ასპექტი უდაო უნდა იყოს.

რისთვის ვამბობ ამას, იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი აღჭურვილია იმ შესაძლებლობებითაც, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მიკრო, თუ მაკროპარაზიტებს, თუმცა მათი ბოლომდე მოსპობა წარმოუდგენელია და არც არის ამის საჭიროება, რადგანაც ზოგიერთ ადგილებში, მაგალითად კუჭ-ნაწლავში, მათი არარსებობაც ბევრი მოუგვარებელი პრობლემის საწინდარი იქნება. ამრიგად, ჩვენ ვართ ორგანიზმი, რომელიც შედგება მრავალი საკუთარი უჯრედისგან და ბევრი სხვა ორგანიზმისგან. ჯანმრთელობა არის გარკვეული ბალანსი, როდესაც ურთიერთობები ჩვენს უჯრედებსა და უცხო არსებების ორგანიზმებს შორის კომპენსირებულია.

ამასთან ერთად გარკვეული პარაზიტები ჩვენ ორგანიზმში მემკვიდრულად გვერგება და ზოგი შესაძლოა, მეცნიერის მტკიცებით, ჩართული იყოს ჩვენს გენომშიც.

ბალანსი არ ირღვევა მაშინ, როდესაც ჩვენ გონივრულად ვუდგებით საკუთარ ჯანმრთელობას და არ ვცდილობთ მას ვებრძოლოთ სხვადასხვა არაბუნებრივი საშუალებებით, რაც არ ხდება სამწუხაროდ. როდესაც ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების სტილს მივდევთ ჩვენი ჯანმრთელობის პრობლემები გაცილებით მცირდება და ძალიან ბევრი რამ თავისით ქრება. მაგრამ ეს შესაძლებლობაა, სინამდვილე კი ასეთია.

ჯერ კიდევ ჩვილობაში, დაბადების პირველივე დღეებიდან ორგანიზმში შეგვყავს ვაქცინები, რითაც ვამატებთ უკვე მიზანმიმართულად დაავადებების გამომწვევებს და ვარღვევთ ბუნებრივი ბალანსის მდგომარეობას, ვითარდება დაავადებები, გადაგვყავს ბავშვი არაბუნებრივ კვებაზე, რაც ისედაც სუსტ ჩვილის ორგანიზმს უკარგავს დამატებითი დაცვის და საკვები ნივთიერებების ათვისების საშუალებას, ხოლო იმ პრობლემებს, რაც ბავშვს შემდგომში უვითარდება ვებრძვით ხელოვნური, სინთეთიკური პრეპარატებით, რომლებიც უპირველესად მოქმედებენ მისი უჯრედების და დაცვის მექანიზმების საწინაარმდეგოდ.

ჩვენ ვასუსტებთ ორგანიზმს შეგნებულად, ხოლო დაწყებული დაავადების განკურნებას ასევე არაბუნებრივად სწრაფად მოვითხოვთ: სიცხე, თავის ტკივილი არ უნდა იყოს, დაავადება უნდა იყოს კონტროლირებული. მაგრამ ვივიწყებთ მთავარს - სიცხე, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეაქცია, როგორიც არის ხველა,თავის ტკივილი, წნევა - ეს ჩვენი საკუთარი თავდაცვითი რეაქციებია, რომლის გარეშე ჩვენი ჯანმრთელობა ვერ შედგება. ჩვენ ვებრძვით ისევ საკუთარ ორგანიზმს და რისთვის - რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ხოლო ეს "კომფორტული" მდგომარეობა არასდროს ქრება უშედეგოდ, რადგანაც მხოლოდ მაღალი სიცხე იძლევა პარაზიტების და ინფექციის მოსპობის საშუალებას, მხოლოდ წნევის მატებით ხდება სისხლის მომარაგების დეფიციტის კომპენსაცია - და ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ვართმევთ ჩვენ ორგანიზმს და ამით ვახანგრძლივებთ ჩვენი დაავადების მიმდინარეობას, თუმცა ჩვენთვის მეტად "კომფორტულად".

ხოლო ქალის ჯანმრთელობა განსაკუთრებული სიფრთხილის და ზრუნვის საკითხი უნდა იყოს, რადგანაც ქალი დედა უნდა გახდეს და იმის გარდა, რომ თავად უნდა იცოდეს ჯანმრთელობის ფასი და მისი შენარჩუნება, ასევე იგი პასუხისმგებელია საკუთარი შვილის ჯანმრთელობაზეც.


აღარ ჩამოვთვლი მავნე გარემო პირობებს, რომლების ზემოქმედება არნახულად დიდია, პროდუქტებს, რომელიც ჰორმონებით, კონსერვანტებით და ანტიბიოტიკებით არის გაჯერებული, დაზიანებულ ეკოსისტემას და კიდევ უამრავ ჩვენთვის კარგად ცნობილ ფაქტებს, რომლების ზემოქმედება ქმნის პირობებს იმისთვის, რომ ადამიანები უფრო მეტად ექვემდებარებიან დაავადებებს, რადგან ყოველივე მოითხოვს შინაგანი რესურსების რეგულარულ გამოყენებას და ორგანიზმი სუსტდება. მოკლედ აპრიორი შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელობა უნდა ყოველდღიური ბრძოლით და შრომით მოიპოვო.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამედიცინო საზოგადოება იმის მაგივრად, რომ ებრძოლოს ამა თუ იმ პათოლოგიას დასაწყის ეტაპზევე,ზრდის ნორმების ნიშნულებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს დაავადებებთან ბრძოლის შესაძლებლობებს, რადგანაც "ნორმას" არ ებრძვიან, ხოლო დაავადებასთან ბრძოლა ხორციელდება ორგანიზმის რესურსების ნგრევის ხარჯზე, მისი ეკოლოგიის გაუთვალისწინებლობით, რაც, როგორც ვხედავთ, ზიანის მომტანია.

(გაგრძელება იხ. აქ)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG