Accessibility links

logo-print

ეშტონი: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ეს შეფასება ეშტონმა გამოთქვა ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. ეშტონმა ისაუბრა სამუშაოზეც, რომელსაც საქართველოში ატარებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უაღრესად მნიშვნელოვანია სამუშაო, რომელსაც მისია ეწევა საქართველოში, სადაც ის მეთვალყურეობას უწევს იქ მომხდარს. ჩვენ ყოველ შესაძლებლობას ვიყენებთ, ვილაპარაკოთ საქართველოს ტერიტორულ მთლიანობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ის, რომ საქართველო გრძნობს ყველა ჩვენგანის დახმარებას, წინსვლაში“, განაცხადა კეთრინ ეშტონმა. უკრაინის შესახებ მან თქვა, რომ კიევთან ასოცირების შეთანხმება საბოლოო მიზანი არ არის. მისი თქმით, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგაც გაძლიერდება და გაღრმავდება უკრაინასთან ურთიერთობა.
XS
SM
MD
LG