Accessibility links

გაეროს წარმომადგენელი: სირიის შესახებ ბოლო მოლაპარაკებას დიდი პროგრესი არ მოჰყოლია


სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, ლახდარ ბრაჰიმის განცხადებით, სირიის სამშვიდობო მოლაპარაკების ბოლო რაუნდს დიდი პროგრესი არ მოჰყოლია. სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამშაბათს პირისპირ შეხვედრა გამართეს, მაგრამ მოგვიანებით ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლები კვლავაც დაჟინებით მოითხოვენ მოლაპარაკების მთავარ მიზნად „ტერორიზმის“ შეჩერების განსაზღვრას. სირიის ხელისუფლება "ტერორისტულს" უწოდებს სირიელი მეამბოხეების ყველა ჯგუფს. ლახდარ ბრაჰიმიმ ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიყვანონ სირია „კოშმარიდან", რომელშიც სამი წელია ხალხი ცხოვრობს. იუწყებიან აგრეთვე, რომ სამშაბათს შეჩერდა ქალაქ ჰომსიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაცია, რომელზეც დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებისას. ევაკუაციის შეჩერების მიზეზია ქალაქში ავტომანქანების შესასვლელ გზაზე აღმართული ბარიერების ასაღებად საჭირო სამუშაოები.
XS
SM
MD
LG