Accessibility links

logo-print

„მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსში“ საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია


12 თებერვალს ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გამოაქვეყნა „მსოფლიო მედიის თავისუფლების ინდექსი“. სიის სათავეში, საუკეთესო შედეგებით იგივე ქვეყნების სამეული რჩება - ფინეთი, ნიდერლანდი და ნორვეგია. თურქმენეთი, ჩრდილოეთი კორეა და ერითრეა კი კვლავაც სიის ბოლოში მოექცნენ. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ყოველ წელს აქვეყნებს „მედიის თავისუფლების ინდექსს“ და ზომავს ინფორმაციის თავისუფლების ხარისხს ცალკეულ ქვეყანაში. ეს ნაშრომი ასახავს ჟურნალისტების, მედია-ორგანიზაციებისა და ინტერნეტის თავისუფლების ხარისხს. დოკუმენტში აგრეთვე ფასდება, თუ რას აკეთებს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად და დასაცავად. „მედიის თავისუფლების ინდექს - 2014“-ში 180 ქვეყნის მდგომარეობაა ასახული. სიაში საქართველოს 84-ე ადგილი უკავია (შარშან მე-100 იყო), სომხეთი წელს 78-ე ადგილზეა (2013-ში 74-ეზე იყო), აზერბაიჯანი წელს 160-ე ადგილზეა (2013-ში 156-ე ადგილი ეკავა).
XS
SM
MD
LG