Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი შტეფან ფიულე უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა


ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე კიევში შეხვდა უკრაინის ოპოზიციის ლიდერებს. ფიულე უკრაინის დედაქალაქში სამშაბათს დილით ჩავიდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხელშესაწყობად. ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს უკრაინისთვის სანქციების დაწესებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება განაგრძობს ძალადობას საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს აგრეთვე ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის უფრო მჭიდრო კავშირების შეთავაზების საკითხი. ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ ამ ეტაპზე უარი თქვა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებზე. კლიჩკო აცხადებს, რომ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებებზე მხოლოდ ვადამდელი არჩევნების გამოცხადების შემთხვევაში მივა. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2015 წლისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG