Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ გააკრიტიკა რუსეთი სირიაზე რეზოლუციის დაბლოკვის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკრიტიკა რუსეთი სირიის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დაბლოკვის გამო. დასავლეთის სახელმწიფოებს სურთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც დამასკს მოსთხოვს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფას და წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდა. ობამამ გააკრიტიკა რუსეთი რეზოლუციის დაბლოკვის გამო და განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაზე „პასუხისმგებელი არიან არა მხოლოდ სირიელები“, არამედ „რუსებიც“. ეს განაცხადა ობამამ სამშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. საფრანგეთი მხარს უჭერს გაეროს რეზოლუციის პროექტს სირიაზე. დოკუმენტი სამშაბათს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრს დაურიგდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ტექსტი „ცალმხრივია“, რადგან ჰუმანიტარული დახმარების შეფერხებაში სირიის მთავრობას ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG