Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გარემოს დამცველ აქტივისტს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ძალაში დატოვა აქტივისტი ეკოლოგის, ევგენი ვიტიშკოსთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც სამი წლით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას კოლონიაში. სასამართლომ უარყო საჩივარი, რომელიც დაცვის მხარემ შეიტანა პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლის გამო. გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის ვიტიშკო ხმამაღლა აკრიტიკებს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის გაჩაღებულ მშენებლობას. 2012 წელს მას და მის კოლეგას, სერგეი გაზარიანს, სამი წლით პირობითად მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა იმ ღობის შეღებვის გამო, რომელსაც აქტივისტები მიიჩნევენ კრასნოდარის რეგიონული გუბერნატორის აგარაკისთვის უკანონოდ შემოვლებულად. დეკემბერში ტუაფსეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ვიტიშკო ციხეში უნდა გაიგზავნოს, პირობითი სასჯელის წესების დარღვევის გამო. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ვიტიშკოს „სინდისის პატიმრად“ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG