Accessibility links

logo-print

პაკისტანში სასამართლომ მთავრობას დაავალა, წარმოადგინოს საჰაერო თავდასხმების მოწინააღმდეგე აქტივისტი


გავრცელებული ცნობებით, პაკისტანის სასამართლომ მთავრობას დაავალა განაცხადოს, დააკავა თუ არა აქტივისტი, რომელიც აპროტესტებს პაკისტანის თემურ რეგიონებში ექსტრემიზმში ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებულ იერიშებს. სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს აქტივისტის, ქარიმ ხანის ადვოკატის სიტყვებს, რომ ლაჰორის უზენაესი სასამართლოს რავალპინდის განყოფილებამ მთავრობას დაავალა ხანი 20 თებერვლამდე ან სასამართლოს წარუდგინოს, ან კი მისი დაკავების მიზეზი ახსნას. პოლიცია საქმეში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა აქტივისტის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ის შესაძლოა გასულ კვირაში სხვა უწყებამ დააკავა. უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ გამოთქვამს შეშფოთებას, რომ ხანი შესაძლოა მთავრობის ძალისხმევით „გაუჩინარდა“, რათა საშუალება არ მიეცეს ევროპის პარლამენტს მისცეს ჩვენება უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული თავდასხმების შედეგების შესახებ. ხანი აცხადებს, რომ 2009 წელს განხორციელებულმა ამგვარმა თავდასხმამ მისი ძმა და ვაჟი იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG