Accessibility links

პაკისტანში ექსტრემისტებმა მოკლეს თალიბანთან მებრძოლი ჯგუფის ცხრა წევრი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, ჩრდილოდასავლეთის ქალაქ ფეშავარში ექსტრემისტებმა დახოცეს თალიბანთან მებრძოლი შეიარაღებული ჯგუფის ცხრა წევრი. პოლიციის ცნობით, ჯგუფის ხელმძღვანელის სახლს 25-მდე ექსტრემისტი დაესხა თავს და მასთან ერთად მისი რვა ნათესავიც იმსხვერპლა. ერთი დღით ადრე ქალაქის ერთ-ერთ კინოთეატრში თავდამსხმელებმა ყუმბარები შეაგდეს, რასაც 13 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. პაკისტანის თალიბანი მთავრობას ძალადობრივად ებრძვის მისი დამხობის და ისლამურ შარიათზე დაფუძნებული კანონების შემოღების მიზნით.
XS
SM
MD
LG