Accessibility links

logo-print

მოსკოვში საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად „ცივი ომის“ მემორიალი დაიდგმება


მოსკოვში, პოკლონაიას მთაზე დაიდგმება მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ცივი ომის პერიოდში მსოფლიოს გარშემო დაღუპულ საბჭოთა ჯარისკაცებს. დეპუტატმა ფრანც კლინცევიჩმა ჟურნალისტებს სამშაბათს უთხრა, რომ მემორიალი დაგეგმილია როგორც არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც უკვე არსებული მონუმენტის გარშემო აღიმართება იმ 15,000-მდე საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ავღანეთში 1979-დან 1989 წლამდე დაიღუპნენ. ამასთან, დეპუტატის თქმით, სხვა ქვეყნებში დაღუპული კიდევ 10,000-მდე სამხედროს სახელები დაიწერება ქვებზე, რომლებიც მემორიალისკენ მიმავალ გზაზე იქნება გაბნეული. კომპლექსი ზაფხულში უნდა დასრულდეს. საბჭოთა კავშირი 30-ზე მეტ კონფლიქტში იყო ჩართული, მათ შორის ავღანეთში, ანგოლაში, ეთიოპიაში, იემენში და ნიგერიაში.
XS
SM
MD
LG