Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დასრულდა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა


თბილისში დასრულდა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ფორმატით 28+1. ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს მიერ საქართველოში პირველად ჩატარებულ სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა კნუდ ბარტელსმა, ნატოში მისი წევრი სახელმწიფოების სამხედრო წარმომადგენლებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა განიხილეს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის საკითხები, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილი და ნატოსთან მომავალი სამხედრო თანამშრომლობა. მედიასაშუალებებისთვის სხდომის დახურვამდე გენერალმა ბარტელსმა განაცხადა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს სამხედრო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და ნატოს სამხედრო ძალებთან თავსებადობის განვითარებას. სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს სანდო და ფასეულ სამხედრო პარტნიორად მიიჩნევს. „მადლობას ვუხდით საქართველოს ნატოს ეგიდით მიმდინარე ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ვალდებულებისათვის, შეუერთდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს,“ განაცხადა კნუდ ბარტელსმა.
XS
SM
MD
LG