Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიურ თამაშებზე პატივი მიაგეს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ პატივი მიაგეს ოთხი წლის წინ დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. 21 წლის ქართველი მოციგავე 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერში დაიღუპა, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ცოტა ხნით ადრე. ოლიმპიური კომიტეტის პრესმდივნის, მარკ ადამსის თქმით, ვანკუვერში ყვავილებით შეამკობენ ციგაობის ცენტრს. „ვიცი, რომ ჩვენ, ციგაობის [საერთაშორისო] ფედერაციასთან ერთად, ყვავილებით შევამკობთ უისტლერში მდებარე მემორიალურ ადგილს. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დღეს დილით მონაწილეობა მიიღო ციგაობის ფედერაციის შეხვედრაში და ეს მოვლენა გაიხსენა. ჩვენ ამ დღეს მომავალშიც აღვნიშნავთ - როგორც მოვლენას, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება მათ, ვინ იქ ვიყავით. და, ცხადია, დაღუპულის ოჯახს. ეს პროცესი გაგრძელდება, ის არც დღეს და არც ოთხ წელიწადში არ დამთავრდება. ჩვენ გავაგრძელებთ ოჯახთან მუშაობას, რათა მის ხსოვნას სათანადოდ, ხანგრძლივად მივაგოთ პატივი" - განაცხადა ადამსმა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ ქუმარიტაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი "სანკის" სპორტულ ცენტრთან ახლოს, სადაც სოჭის ოლიმპიური თამაშებზე რამდენიმე სახეობაში იმართება შეჯიბრი. საკუთრივ სოჭში ოფიციალური ცერემონია დაგეგმილი არ არის.
XS
SM
MD
LG