Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მაღალი შეფასება მისცა ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას


ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ შეხვედრისას დაისვა არაერთი საინტერესო შეკითხვა და ქართულმა მხარემ კომიტეტს მიაწოდა დამატებითი ინფორმაცია შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე. „მთელ შეხვედრას წითელ ზოლად მიჰყვებოდა აღიარება იმ წვლილის, რომელიც ქართულ შეიარაღებულ ძალებს შეაქვთ საერთო უსაფრთხოებაში და აქტიურობის, რომელსაც ქართული მხარე იჩენს ნატოს ოპერაციებში,“ აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ. მისი ცნობით, ნატოს სამხედრო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაისახა გარკვეული ამოცანები და დაზუსტდა შემდგომი ნაბიჯები. „ნატოს მხრიდან ჩვენი რეფორმების მიმართ სრული მხარდაჭერაა,“ განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.
XS
SM
MD
LG