Accessibility links

გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან აპირებს პუტინისა და მარგველაშვილის შეხვედრის მომზადებაზე საუბარს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მარტის დასაწყისში აპირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან, განიხილოს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების საკითხი. მან დღეს სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ ზურაბ აბაშიძესთან მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგი წინა რაუნდების მსგავსი იქნება, თუმცა, ბუნებრივია, საუბარი იქნება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც, როგორიცაა ორი ქვეყნის ლიდერების შესაძლო შეხვედრა.
XS
SM
MD
LG